ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 26 თებერვალი 2026, 23:08

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ტრასი აღნიშნულ პოსტთან ერთად აქვეყნებს საკუთარი შოუდან ვიდეოს, რომელშიც, ჟურნალისტ პატრიკ კრისტისთან ერთად მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბრიტანეთში ქალების გაუპატიურების გახშირებული შემთხვევების შესახებ საუბრობს.

„ხალხმა უნდა გაიგოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს, როგორ შეიძლება ადამიანებმა ასე დაკარგონ მორალური კომპასი, რომ დაუშვან ახალგაზრდა გოგონების წამება და გაუპატიურება მათ საზოგადოებაში“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

„ისინი ამას უარყოფენ და მსხვერპლების სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებენ. დავფიქრდეთ ამ მსხევრპლებსა და გადარჩენილებზე. მათ მიმართ ძალადობის დიდი ნაწილი წლების წინ მოხდა, როდესაც ისინი ბავშვები იყვნენ. ასე რომ, ისინი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ფუნდამენტურად იმედგაცრუებულნი იყვნენ მზრუნველობის სისტემისა თუ პოლიციის მიერ“, - განაცხადა კრისტისმა.

ლიზ ტრასმა ყურადღება გაამახვილა "გამოძიების ერთ-ერთ შოკისმომგვრელ ფაქტზე", რაც იმაში მდგომარეობდა, რომ "ეს გოგონები, ეს მოზარდები, შემოვიდნენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, ორსულობით, სხეულის დაზიანებებით და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სოციალურმა მუშაკებმა ამასთან დაკავშირებით არაფერი გააკეთეს". აღნიშნული ქმედება პატრიკ კრისტისმა სწორედ შიშს დაუკავშირა. "დიახ, ისევ შიში, არა?" - თქვა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს
დაუდგენელმა პირებმა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ოფისის სალაროდან 141 000 აშშ დოლარი მოიპარეს
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას
ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას
არქივი