ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს, აუცილებელი შემთხვევების გარდა, ისრაელში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 27 თებერვალი 2026, 21:21

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს, აუცილებელი შემთხვევების გარდა, ისრაელში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

სამინისტრო განმარტავს, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია სულ უფრო დაძაბული ხდება, ისრაელში კი საჰაერო დარტყმებისა და ტერაქტების საფრთხე მაღალ დონეზე რჩება.

ამასთან, როგორც უწყება აღნიშნავს, გამორიცხული არ არის საბრძოლო მოქმედებების განახლება, რაც ავიარეისების გაუქმებას გამოიწვევს.

მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგიონში არსებული ვითარების გამო ირანში საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა.

ასევე, ისრაელში აშშ-ის საელჩო თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი