47
27 თებერვალი 2026, 21:22
2-3 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელში ჩავა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის დროს რუბიო ისრაელის მაღალჩინოსნებთან რეგიონული საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს.
„მათ შორის, ირანის, ლიბანის საკითხებს და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ღაზის სექტორისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |