სააკაშვილი: გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა „იმედი“ პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან, თარგამაძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 28 თებერვალი 2026, 15:39

გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან, - წერს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

იგი მისი მმართველობის დროს „იმედის“ საქმიანობას იხსენებს და არნიშნავს, რომ ეს ტელეკომოანია მისი მთავრობის წინააღმდეგ მუშაობდა.

„ვისაც არ უნდა გეწყინოთ, იმედი ზუსტად იმავეს აკეთებდა 2006-2007 წლებში. როგორც კი რუსი ჯაშუშები დავაკავეთ და რუსეთმა დაიწყო ქართველების გამოყრა და შემოიღო ემბარგო.

რუსი ოლიგარქის პატარკაციშვილის "იმედი" მთელი ძალით ამუშავდა ჩვენი პრო-დასავლური მთავრობის წინააღმდეგ კლასიკური ნიმუში იყო დადგმული რეპორტაჟების სერია იმის შესახებ თუ როგორ ჩეხავდნენ კახელები ვენახს, იმის ფონზე რომ რუსეთის ემბარგოს მე მაბრალებდნენ.

ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია 2007 წლის შემოდგომაზე, როცა თბილისში იგეგმებოდა ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა და ჩვენთვის MAP-ის მინიჭების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, ნატოს მიერ ორგანიზებულ თბილისის კონფერენციაზე.

მიმდინარეობდა ისტერიული სურვილის გაღვივება ჩვენი მთავრობის დამხობის მიზნით. იმედმა მხარი დაუჭირა ჯღანას კრიმინალური ჯგუფის მხარდაჭერის აქციას. უშვებდა ჩემზე კლიპებს სადაც "უცნობი" წარმოადგენდა კალიგულას - გარყვნილი რომაული იმპერატორის სახით.

იმედი მაშინაც წყვილში მუშაობდა შალვა რამიშვილის 202 არხთან. ზუსტად ისეთივე ტექნოლოგიით, როგორც ახლა.
მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა პატარკაციშვილის ჩანაწერები, რომლებშიც ის ავალებდა მკვლელობას და დეტალურად ჰყვებოდა არჩევნების ჩაშლის გეგმას, გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან. იმედის ბევრმა ჟურნალისტმა, სხვაგან გააგრძელა საქმიანობა, ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი. გიორგი თარგამაძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია.

აი ახლა მინდა ყველაფერი იმის ფონზე რაც ახლა იცით - უნდა დახურულიყო თუ არა მაშინდელი "იმედი"? (ოღონდ ჩვენ მხოლოდ 5 დღით დავხურეთ)", - წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი