46
28 თებერვალი 2026, 21:48
ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო.
„ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა „რეჟიმის შეტევით შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |