გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცხედარი ირანის ხელისუფლებამ თეირანში, ხამენეის რეზიდენციის ნანგრევებში აღმოაჩინა.
ისრაელმა ხამენეის რეზიდენციაზე მძლავრი დარტყმა დღეს დილით, ირანზე განხორციელებული თავდასხმების პირველივე ტალღის დროს მიიტანა.
აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეხიელ ლაიტერმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-თან საუბრისას ადასტურებს ინფორმირებული წყარო, რაც ასევე ემთხვევა საინფორმაციო პორტალ Axios-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს.
ამ დროისთვის ირანის ოფიციალური მხარე მომხდარზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებული კადრები და დიპლომატიური არხებით მიწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისრაელის ოპერაციამ დასახულ მიზანს მიაღწია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |