კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 01 მარტი 2026, 02:04

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.

ჰარისმა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „სახიფათო“ უწოდა და თავისი 2024 წლის საპრეზიდენტო მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას „ომების დაწყების ნაცვლად, მათ დასრულებას გვპირდებოდა“.

„შემდეგ, გასულ წელს, მან თქვა: „ჩვენ მიწასთან გავასწორეთ“ ირანის ბირთვული პროგრამა. ესეც ტყუილი იყო“, - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჰარისმა ამ დარტყმებს ასევე უწოდა „გაუაზრებელი, გაუმართლებელი, რომელსაც ამერიკელი ხალხი მხარს არ უჭერს“, და აღნიშნა, რომ ტრამპს ირანზე თავდასხმისთვის კონგრესის თანხმობა არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი