ტრამპი: ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 01 მარტი 2026, 02:06

ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

„ეს ირანელი ხალხისთვის საკუთარი ქვეყნის დაბრუნების ერთადერთი და უდიდესი შანსია. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC), არმიის, უსაფრთხოების სხვა სამსახურებისა და პოლიციის ძალების ბევრ წარმომადგენელს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან იმუნიტეტს ითხოვენ. როგორც წუხელ ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, მოგვიანებით კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“ იმედია, IRGC და პოლიცია მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა დაუბრუნონ ქვეყანას ის დიდება, რომელსაც იგი იმსახურებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ ხამენეია მკვდარი, არამედ ქვეყანაც, სულ რაღაც ერთ დღეში, მნიშვნელოვნად განადგურდა და, შეიძლება ითქვას, აღიგავა კიდეც პირისაგან მიწისა. თუმცა, ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში!“ - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი