ზურაბ ქადაგიძე: ევრო ბიუროკრატია, რომელიც ცდილობდა, რბილი ძალით ემართა სხვადასხვა ქვეყანა, ახლა თვითონ დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 01 მარტი 2026, 23:51

ევრო ბიუროკრატია, რომელიც ცდილობდა, რბილი ძალით ემართა სხვადასხვა ქვეყანა, ახლა თვითონ დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და აღმოაჩინა, რომ იმ მეთოდებით, რასაც სხვების წინააღმდეგ იყენებდა, შესაძლოა თავად დადგეს მსგავსი გამოწვევის წინაშე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი მთავარი გამოწვევა არის ჰიბრიდული ომი.

„ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ის კატასტროფული მდგომარეობა, ე.წ. „კატარგეითები“ და კორუფციული სქემები. აღნიშნული არაკანონიერი ფული სხვადასხვა ევრო ბიუროკრატის ჯიბეში ილექებოდა. ეს არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდის პრობლემა, ეს არის მთლიანად ბიუროკრატიის პრობლემა, შესაბამისად დადგნენ საფრთხის წინაშე, რომ შესაძლოა რბილი ძალის მეთოდით მათ წინააღმდეგაც იმოქმედონ.

ისინი გადავიდნენ ახალ მეთოდზე, რასაც ჩვენს მიმართ მახვილად იყენებდნენ, ახლა ამბობენ, რომ ეს არის ფარი და მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ოთხი კვირა გაგრძელდეს
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა - ისინი რჩებიან სინდიკატის წარმომადგენლებად და ასე გააგრძელებენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებს B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა დაარტყეს
არქივი