დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ევრობიუროკრატია გადაიქცა რუსული სამხედრო მანქანის ყველაზე დიდ დონაციად. მათ მიერ მეორადი ნავთობის შესყიდვით, სხვადასხვა სანქციისთვის თავის არიდებით იმაზე გაცილებით მეტი თანხის აკუმულირებას ახდენდნენ რუსული სამხედრო მანქანის ბიუჯეტში, ვიდრე მანამდე ჰქონდა რუსეთს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
წამყვანის კითხვაზე, ევროპა ახლა საკუთარ სახლში ცდილობს იმ საფრთხეების პრევენციას, რომლის უკანაც საქართველოს შემთხვევაში თავად ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატები იდგნენ, როგორ ახსნის იგი ამ ფაქტს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები ომის მხარეს აღმოჩნდნენ და კატასტროფის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.
„ეს არ არის დღეს და გუშინ მომხდარი გარკვეული გადაჯგუფებები. ეს არ არის გუშინ და გუშინწინ აწყობილი ოლიგარქიული სქემა ან ე.წ. სინდიკატები, რასაც ჩვენ ჩრდილოვან მმართველებს, ე.წ. დიფ სთეითს ვეძახით - გლობალური ომის პარტია. გამომდინარე მათი პოზიციიდან, რომ ისინი აღმოჩნდნენ ომის მხარე და არა პირიქით ეს კატასტროფა აეცილებინათ თავიდან, მთლიანად მათ შეიყვანეს ჩიხში პროცესები. პროცესები ჩიხში შეიყვანეს მაშინ, როდესაც აბსოლუტურად მთელს მსოფლიოს და განსაკუთრებით, საქართველოს მოუწოდებდნენ, სანქციებში ჩართვაზე; საქართველოს მოუწოდებდნენ სრულ იზოლაციაზე ეკონომიკური თვალსაზრისით და საქართველოს მოუწოდებდნენ კონფრონტაციაზე ჩვენს ჩრდილოეთით, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის განადგურებით დასრულდებოდა, მაგრამ ისინი საკუთარ დღის წესრიგს განავითარებდნენ.
შესაბამისად, დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ევრობიუროკრატია გადაიქცა რუსული სამხედრო მანქანის ყველაზე დიდ დონაციად. მათ მიერ მეორადი ნავთობის შესყიდვით, სხვადასხვა სანქციისთვის თავის არიდების შედეგად იმაზე გაცილებით მეტი თანხის აკუმულირებას ახდენდნენ რუსული სამხედრო მანქანის ბიუჯეტში, ვიდრე მანამდე ჰქონდა რუსეთს. შესაძლოა, 1,5-2-ჯერ მეტიც კი, სანამ ომი დაიწყებოდა“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატები ჩიხში არიან შესული.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |