ის სტატუს-კვო, რაც საქართველომ შექმნა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი მშვიდობის კუნძული, ყველაზე მისაბაძი, წარმატებული ეკონომიკის პერსპექტივით და სტაბილური პოლიტიკური პროცესებით, ეს სტატუს-კვო უნდათ, რომ ჩამოშალონ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ენჯეოების დაფინანსებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატების ნებისმიერი განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო რუსეთთან შესულიყო კონფრონტაციაში.
„ნებისმიერი სანქციის, მათი მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილების მიზეზი და მოტივაცია არის ქართული საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რევოლუციის დასაფინანსებლად ეძებენ შავ ხვრელებს, რაც შექმნის მათთვის გუნდის პრინციპს. როდესაც აირევა ქვეყანა, როდესაც გუნდა გადაგორდება, გუნდას აქვს ის ძალა, რომ შექმნას ზვავი, შესაბამისად საქართველოში როგორი უსაფრთხოების არქიტექტურა შეიქმნება, ეს შეიძლება ჩვენი იმპროვიზაციის და წარმოსახვის საკითხი იყოს. შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უკრაინული სიტუაცია იყოს სანატრელი“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |