7
02 მარტი 2026, 00:23
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებს B-2-ის ტიპის სტელს ბომბდამშენებმა დაარტყეს, რომლებიც 2000-ფუნტიანი ბომბებით იყვნენ შეიარაღებული.
როგორც „ბიბისი“ წერს, გასული წლის ზაფხულში აშშ-მა იმავე ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა ირანის ბირთვული ობიექტების დასაბომბად.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ „მასშტაბური დარტყმების“ შედეგად განადგურდა ირანის სამხედრო საბრძოლო შტაბი. თავდასხმის სამიზნე გახდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შტაბი, სადაზვერვო შტაბი, საჰაერო ძალების სარდლობის ცენტრები და შიდა უსაფრთხოების შტაბი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |