რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 02 მარტი 2026, 00:38

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის.

„თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ოთხი კვირა გაგრძელდეს
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა - ისინი რჩებიან სინდიკატის წარმომადგენლებად და ასე გააგრძელებენ
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებს B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა დაარტყეს
ზურაბ ქადაგიძე: ევრო ბიუროკრატების ნებისმიერი განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო რუსეთთან შესულიყო კონფრონტაციაში
არქივი