საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა. ისინი ყოველთვის იყვნენ უცხო ძალის გამტარებლები, დონორის ნების შემსრულებლები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვის ემსახურება დღეს საქართველოში პოლიტიზებული სამოქალაქო საზოგადოება და რა არის გაუმჭვირვალე მილიონების სამიზნე. ქადაგიძის თქმით, გარკვეულ სამოქალაქო აქტივობებში 20 წელზე მეტია ჩართულია, განსაკუთრებით აქტიურად კი 2012 წლის შემდეგ და შესაბამისად, მისთვის ეს სექტორი კარგადაა ნაცნობი.
„მე 2013 წელს ვამბობდი ჩემი ორგანიზაციით, ჩემი მეგობრების საშუალებით, თუ ინდივიდუალურად, როდესაც ამის საშუალება მქონდა - იქნებოდა ბეჭდური თუ ტელე მედია, რომ საქართველოში მოქმედებდა სოროსის სინდიკატი. მათი სახით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არასდროს არსებობდა. ისინი ყოველთვის იყვნენ უცხო ძალის გამტარებლები, დონორის ნების შემსრულებლები და ამიტომ ვამბობ, ისინი ასე მოქმედებდნენ ყოველთვის.
მე რამდენიმე მაგალითი შემიძლია გითხრათ. ეს იყო პირველი გადაწყვეტილება - განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა მაშინდელმა მმართველმა გუნდმა. კანონში იყო ლაფსუსი. შესაბამისად, შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში ამის გასაჩივრება და პრემიერის ბრძანებულების გაუქმების, რაც გამოიყენა მაშინდელმა სამოქალაქო სექტორმა და სწორედ ასეთი გზით წავიდა. მაშინდელი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაუდგნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული მიწის შესყიდვას“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, „ენჯეოს“ წარმომადგენლები რჩებიან სინდიკატის წარმომადგენლებად და ისინი ასე გააგრძელებენ მოღვაწეობას.
„ესენი არიან ჩრდილოვანი მმართველების ხელში მარიონეტები. ჩრდილოვანი მმართველები, რომელიც არის გაცხადებული „დიფ სთეითი“, რომელსაც ებრძვის ამერიკა. შტატებში ამ პროცესებს კარგი ლუსტრაცია მისცა თავად პრეზიდენტმა ტრამპმა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |