დავით ქართველიშვილი: ჩვენგან სულ ახლოს, სამეზობლოში, ჩრდილოეთ-დასავლეთით თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნამდვილი დაუსრულებელი "არმაგედონია". დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 02 მარტი 2026, 09:29
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციასა და ამ კონტექსტში საქართველოს პოზიციას. ანალიტიკოსი წერს, რომ მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი მოწყვლადი არიან, საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა:

„საქართველო აჩვენებს პრაგმატული ქცევის მოდელს: ყოველგვარი ისტერიკისა და დეკლარაციული „სიმამაცის“ გარეშე, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, კონცენტრირებულია უსაფრთხოებაზე, აგრძელებს საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობას, ავითარებს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბებს“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამხრეთ კავკასია ტურბულენტობის ფაზაში შედის და გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც რისკებს ამცირებს. 

„ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობამ, არა მხოლოდ თეირანის შიდა კრიზისი გააღრმავა, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის ლაკმუსის ქაღალდად იქცა. სწორედ აქ იწყება მთავარი, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, რომელიც გუშინ ირონიულად აკომენტარებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბაქოსა და ერევანში ვიზიტზე და „თბილისის იგნორირებაზე“ საუბრობდა, დღეს უხერხულ მდგომარეობაშია. რადგან რეალური პოლიტიკა არც ლაიქებია და არც ტელეკომენტარები - ეს რისკების ბალანსია. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თეირანს ღრმა სამძიმარი გამოუცხადა. ერთი შეხედვით, დისონანსია: აზერბაიჯან-ამერიკული ურთიერთობები ჩვენს "სააკაცუკეთში" ხომ დიპლომატიურ გარღვევად იყო წარმოჩენილი. მაგრამ გეოპოლიტიკაში ემოციები არ არსებობს. არსებობს საზღვრები, შიიტური ფაქტორი, ირანის ჩრდილოეთში მცხოვრები მრავალმილიონიანი აზერბაიჯანული დიასპორა და საკუთარი უსაფრთხოება. ბაქო ვერ დაუშვებს დემონსტრაციულ კონფრონტაციას თეირანთან, თუნდაც ვაშინგტონთან ურთიერთობის გააქტიურების ფონზე. სუვერენული სახელმწიფო ზურგს იზღვევს, ასე იქცევა რეგიონული მოთამაშე და არა "ტელეგრამ არხის" ანალიტიკოსი.

სომხეთი კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია: ირანიდან ლტოლვილთა შესაძლო ნაკადი (თუნდაც 300 ათასი ეთნიკური სომეხის გათვალისწინებით) არ არის ჰუმანიტარული აბსტრაქცია, ეს არის ბიუჯეტური, სოციალური და შიდა სტაბილურობის პირდაპირი გამოწვევა. საკუთარი საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის ფონზე, ერევანს შეიძლება დაემატოს დამატებითი ტურბულენტობის ფაქტორი. ირანში მასშტაბური ესკალაცია ავტომატურად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე, ლოჯისტიკასა და ენერგეტიკაზე.
ამ რეგიონული საფრთხეების ფონზე, საქართველო აჩვენებს პრაგმატული ქცევის მოდელს: ყოველგვარი ისტერიკისა და დეკლარაციული „სიმამაცის“ გარეშე, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, კონცენტრირებულია უსაფრთხოებაზე, აგრძელებს საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობას, ავითარებს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბებს, აძლიერებს საინვესტიციო მიმზიდველობას. ეს არა პასიურობა, არამედ პრაგმატილი გაანგარიშებაა. რეგიონში, სადაც ყოველი მკვეთრი ნაბიჯი შეიძლება ძვირად დაჯდეს, არჩევანი კეთდება სტაბილურობასა და სიტუაციის მართვადობაზე. თუ ვითარებას არა ემოციური სათაურებით, არამედ სახელმწიფო ინტერესის პრიზმიდან შევხედავთ, სურათი ნათელია: სამხრეთ კავკასია შედის გაზრდილი ტურბულენტობის ფაზაში. და ამ ფაზაში იმარჯვებს არა ის, ვინც ხმამაღლა აკომენტარებს სხვის ვიზიტებზე, არამედ ის, ვინც საკუთარ რისკებს ამცირებს. პოლიტიკა დემონსტრაციული ლოიალურობის კონკურსი არ არის. ეს არის უნარი, გადარჩე და გაძლიერდე მაშინ, როცა გარშემო შტორმი იწყება.

სულ რაღაც 48 საათი ერთ კერძო აღებულ სოფელ ძეგვში შეგვექმნა პრობლემები: დენთან, წყალთან, გათბობასთან და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში აღმოიფხვრა ყველა დროებითი უხერხულობა. ჩვენგან სულ ახლოს, სახელმწიფოებრივ სამეზობლოში: ჩრდილოეთ-დასავლეთით თუ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნამდვილი დაუსრულებელი "არმაგედონია". დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა დობორჯგინიძე: საქართველოს ხელისუფლების განცხადება მიმდინარე ომზე არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და მხოლოდ ირანის ნაწილს რომ ქარდავთ მედია, დებილი გგონიათ თქვენი მკითხველი, რომელსაც განცხადების წაკითხვა არ შეუძლია? საკუთარ თავს ეცით პატივი
შალვა პაპუაშვილი: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი. მისი პროექტები - Freedom, ალტერნატიული გადახდის სისტემები და სატელიტური ინტერნეტი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ჰეგემონიის ინსტრუმენტია
გია აბაშიძე: „მეამას" ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა" და „იმედს" ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი
დიმიტრი სამხარაძე: წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია
არქივი