ტრამპი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: თავიდანვე ოთხიდან ხუთ კვირამდე ვვარაუდობდით, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაცილებით დიდხანს გავაგრძელოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 02 მარტი 2026, 22:21

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ „უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს განრიგს“, თუმცა მას არ გაუცია კონკრეტული პასუხი იმის შესახებ, თუ როდის ელოდება სამხედრო ოპერაციის დასრულებას.

„რა დროც არ უნდა დასჭირდეს, მისაღებია. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას. „თავიდანვე ოთხიდან ხუთ კვირამდე ვვარაუდობდით, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაცილებით დიდხანს გავაგრძელოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

ტრამპმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ირანთან კონფლიქტის ოთხი ან ხუთი კვირის შემდეგ მოწყინდებოდა.

„ამბობდნენ: ოჰ, პრეზიდენტს ამის გაკეთება ძალიან სწრაფად სურს, ამის შემდეგ კი მას მოწყინდებაო. მე არ მომწყინდება. ამაში მოსაწყენი არაფერია“, - განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი