არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას - ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა, ისრაელის ხალხს მიმართა სამძიმრით და ასევე - სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 02 მარტი 2026, 22:53

კითხვა უნდა იცოდე ქართულად, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყო ანგაჟირებული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ირანში განვითარებული მოვლენებისადმი საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლების მხრიდან ირანის მმართველობისადმი თანაგრძნობის გამოხატულებად წარმოაჩინა.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის განცხადება რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა - ერთი ის, რომ საქართველო რჩებოდა ქვეყნად, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მეორე, წერილში გამოთქმული იყო სამძიმარი ირანში შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო.

„კითხვა უნდა იცოდე ქართულად, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყო ანგაჟირებული, გაბოროტებულლი უსამშობლო არსება. ხომ შეიძლება მეც რაღაც მომწონდეს ოპოზიციურ სპექტრში, მაგალითად, განცხადება, ან ქმედება და რატომ უნდა მრცხვენოდეს ამის აღიარება? მაგრამ, როდესაც შენი ხელისუფლება საკუთარ ხალხს და ქვეყანას უნარჩუნებს პლატფორმას მომდევნო მოლაპარაკებებისთვის, შესაძლო სამშვიდობო შეხვედრებისთვის, დაპირისპირებული მხარეების მიღებისთვის, როგორ შეიძლება ამაში დაინახო ნეგატივი? როდესაც არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას - ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა იმ ჰუმანიტარული კატასტროფისა და მსხვერპლის, მათ შორის დაღუპული ბავშვების და მათი ლიდერის გარდაცვალების გამო, როდესაც ისრაელის ხალხს მიმართა ასევე სამძიმრით, იმიტომ, რომ იქაც არიან დაღუპულები სამშვიდობო მოსახლეობაში და ასევე მიმართა სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომელებიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებთანაც წლებია ვთანამშროლობთ, როგორ შეიძლება დაინახო ნეგატივი?

ამავდროულად, არ შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა მაგალითად ის, რომ იგივე ბრიტანეთი და ესპანეთი ირანულ კამპანიაში აშშ-თან არ თანამშრომლობენ. აგერ არიან ამერიკის ყველაზე დიდი მეგობრები, რომლებმაც ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს და ისმის მათ მიმართ ოპოზიციური შეშფოთებული აღშფოთება?“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
არქივი