ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 03 მარტი 2026, 00:03

ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, - განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ მხრივ, საქართველოშიც იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთანმიმართებაში. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. როდესაც ვსაუბრობთ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინა ჩვენს ნარკომანიასთან ბრძოლის დანაყოფს დავუმატეთ დანაყოფები ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო თუ საფოსტო, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.

ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები ხშირად იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, სწორედ ამ დანაყოფების საქმიანობამ ძალიან შედეგი გამოიღო, რაც ნამდვილად საამაყოა. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა იქნა აღკვეთილი ამ დანაყოფების მხრიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და შემდეგ რეალიზაციაში გაშვებულიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო
არქივი