9
03 მარტი 2026, 01:17
თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ რაიმე ციფრი ან სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“- ის ეთერში.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ყველა პოლიციელს. ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული, ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო. მე მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ნარკორეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ უმკაცრეს პოლიტიკას," - განაცხადა გეკა გელაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |