მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 03 მარტი 2026, 06:47

არ მგონია, არსებობდეს ნარკომომხმარებელი, რომელსაც სურვილი არ აქვს, რომ არ მომხდარიყო მის ცხოვრებაში, თუნდაც პირველი გასინჯვა. არ მეგულება დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი სურვილი მაინც არ აქვს, რომ ის არ იყოს ნარკოდამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, მივეხმაროთ ადამიანებს, რომ მეტად უნდოდეთ და ვისაც ამის სურვილი აქვს, რეალურად შეძლოს, დაამარცხოს ეს დიდი პრობლემა, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსა და სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერით, ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია რეალურად მიღწევადია.

„მინდა, აქ მყოფ ფსიქოლოგსაც და ექიმსაც, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამის თქმისთვის - გაბედული ნათქვამია. სამწუხაროდ, დღეს დამკვიდრებულია მითი, რომლის დამკვიდრებაშიც იმ ადამიანებს, ვინც ნარკომანიაზე ხელს ითბობდა, შეიძლება დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, თითქოს განკურნებული ნარკომანი არ არსებობს - ასეთი რამ არის ტყუილი. დიახ, საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები. ყველას მინდა მივულოცო და ვუსურვო წარმატება, ვინც შეძლებს და საკუთარ თავში დაამარცხებს ამას. ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია - ეს, რასაკვირველია, მცდარი შეხედულებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილად აცხადებს და იმუქრება, რომ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც მის გავლას შეეცდება
"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გეკა გელაძე: თითოეული ნარკორეალიზატორის დაკავება, ამოღებული თუ განადგურებული ნარკოტიკული საშუალებები ჩვენთვის არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ეს არის ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე
მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს
არქივი