ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 03 მარტი 2026, 14:20

ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, "ქართულ ოცნებას" კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. "სისხლიანი 9 წლის" შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის შეფასებით, რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ, შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს.

„ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, "ქართულ ოცნებას" კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. "სისხლიანი 9 წლის" შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით! ამ ერთობას მიეწება ახლადშექმნილი პარტია "თავისუფლების მოედანი," რომელიც აქამდე თავს იმით იწონებდა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობასთან არაფერი გვაკავშირებს "სუფთა" ბიოგრაფიები გვაქვსო. სინამდვილეში კი ნაცმოძრაობასთან მათ აკავშირებთ უფრო მნიშვნელოვანი რამ უცხოური გავლენის აგენტობა და თითქმის იდენტური ღირებულებები და მსოფლმხედველობა. ასე რომ, მათი შეძრომა ამ ერთობაში სრულიად ლოგიკურად გამოიყურება.

მარტივია პასუხი კითხვაზე: რატომ ახლა? იმიტომ რომ მათ დასავლელ კურატორებს როგორც ჩანს მობეზრდათ ცალ-ცალკე პარტიებთან ლოლიავი და უბრძანეს - გაერთიანდით, შექმნით ჩვენთვის გასაგები და მისაღები ერთი ალტერნატიული ძალა, რომელსაც მხარს დავუჭერთ.
გუშინ, ეს ბრძანება შესრულდა.

რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ. შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. "ტვ-იმედის" და "პოს-ტვ" დასანქცირებაც ამ სცენარის ნაწილია“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
არქივი