პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: „მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა“, „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო?“ - პირველი ბზარი „ნაცმოძრაობის“ ერთობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 10 მარტი 2026, 13:00

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პეტრე ცისკარიშვილის ერთ-ერთ პოსტს თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა და მიუთითა, რომ შეთანხმებას არღვევდა.

„შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“

ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ ამ კომენტარს, ცისკარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: "მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა", ამასთანავე, მან ჩერგოლეიშვილს "უზრდელი, ვირიშვილი და ხისთავიანი" უწოდა.

თავის მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა, რომ ის და მისი თანაპარტიელები "ზეხირი, გადამდგები, არარაობები არიან". "ტოლი კი არა, ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ." - წერს "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, რამაც, ცისკარიშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჩერგოლეიშვილი დაადანაშაულა სოციოლოგიისა და არჩევნების "მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში" ცოდნაში. "შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ “თბილისის მუხეთე ადგილზე” ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში. და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე უვიცო არარაობა" - წერს პეტრე ცისკარიშვილი ჩერგოლეიშვილის მისამართით. "აუ რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს - ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ ძვირფასო? გამეშვი ეხა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში - არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები." - პასუხობს მას თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ნაცმოძრაობის" ერთობის ორ ლიდერს შორის დაპირისპირება გამოიწვია გაერთიანებაში შემავალი "თავისუფლების მოედნის" წევრების პოზიციამ, რომლებიც აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან არ თანამშრომლობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
გია აბაშიძე: „ნაცენჯეოშნიკური“ ფუყე თავთავები ჯერ კიდევ იმ ცრუ ეიფორიაში არიან, რომ თუ ჯეი დი ვენსი ბაქოსა და ერევანში იყო და თბილისში არა, ჩვენ თითქოს „უკუგვაგდო“ აშშ-მა
ზაალ ანჯაფარიძე: გუშინდელმა დებატებმა „რუსთავი-2“-ზე კიდევ ერთხელ აჩვენა ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი ე.წ. ინტელექტუალების დეგრადაციის ახალი დონე
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა. სწორედ ამის არ დაშვების გამო ცდილობენ დასაჯონ ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ისმის მუქარები ბრიუსელიდან ქართველი ხალხის მიმართ
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ზარქუას ხელში აღმოჩნდა უამრავი ადამიანის ბედი - რომ იჩივლოს და თქვას, რომ გავრცელებული მიმოწერა ნამდვილია, ყველას ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება ვინც სოციალურ ქსელში ამ ამბავში გაერია
არქივი