აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 10 მარტი 2026, 14:33

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდი აამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ ინტერაქციულ რუკას.

მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია ოთხდონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ინტერაქციული რუკის მეშვეობით ვიგებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედებს საფრთხის პირველი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხოა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილის ჩვეულებრივ ზომებს მიმართონ.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საფრთხის მეორე დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არის მომატებული რისკის მქონე ზონები.

რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში საფრთხის მეოთხე დონეა გამოცხადებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე - თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
არქივი