უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ომის შემდგომ დაფინანსებას და ევროკავშირის სამხედრო ალიანსად გარდაქმნის მცდელობებს. ინიციატივას მხარი 142-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და მისი მიღება ევროკავშირს კონფლიქტის უშუალო მონაწილედ აქცევს. რეზოლუცია უნგრეთის მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებების დაწყებას.
კანონმდებლები ასევე უკრაინისთვის გაწეული მუდმივი დახმარების შედეგებზე აკეთებენ აქცენტს და აღნიშნავენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა 193,3 მილიარდი ევროს დახმარება უკვე გასცა.
რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უკრაინის პოტენციურმა წილმა შესაძლოა 360 მილიარდ ევროს გადააჭარბოს, რაც, სავარაუდოდ, სხვა წევრი ქვეყნებისთვის ფონდების შემცირების ხარჯზე მოხდება.
რეზოლუცია მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევას, თავი აარიდოს უკრაინაში ფულის ან იარაღის გაგზავნას და ხელი შეუშალოს როგორც უნგრეთის, ისე ევროკავშირის ომში ჩათრევას. რეზოლუციაში ასევე შეტანილია მოწოდება, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც ევროკავშირს სამხედრო ალიანსად გარდაქმნის ან რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ გვერდი აუარონ გადაწყვეტილების მიღებისას „ერთსულოვნების წესს“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |