გია ხუხაშვილი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ: მე რომ მქონოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა ვეტყოდი უსაფრთხოების სამსახურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 10 მარტი 2026, 18:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. სუს-ს კითხვები ხუხაშვილთან, მის მიერ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდა.

„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად გუშინდელ ეთერს. საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც მოსალოდნელია ამ ომის ფონზე. ემსახურება ზუსტად იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რაზეც მე ვსაუბრობ. მე ახალს სუსს დღეს ვერაფერი ვეტყოდი, მე რომ მქონოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა ვეტყოდი უსაფრთხოების სამსახურს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო იმყოფებოდა, სადაც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
​ლევან ხაბეიშვილი - ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
საპატრიარქო: სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს. ის არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
არქივი