ტომაშ ფროელიხი პეტერ ფიშერზე: ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს - მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 10 მარტი 2026, 19:14

ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა.

მან ამგვარად შეაფასა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის პოსტი, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი კი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AfD-ზე ამყარებს.

ფროელიხი აღნიშნავს, რომ ფიშერი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.

„ჩემთვის ეს სასაცილოა. ეს იყო საუკეთესო შედეგი, რომელსაც AFD-მ ფედერალური მიწის საპარლამენტო არჩევნებში მიაღწია დასავლეთ გერმანიაში. 9.7%-დან 18.8%-მდე გავზარდეთ, ანუ გავაორმაგეთ შედეგები. თუკი ელჩი ფიქრობს, რომ ეს არ არის წარმატება, მაშინ ის ცდება. ასე რომ, ამ კაცს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს.

როგორც ელჩი, ის არ უნდა აკეთებდეს კომენტარს გერმანიაში ფედერალური მიწის არჩევნებზე. ის ყურადღებას უნდა უთმობდეს საქართველოში გერმანიისა და გერმანელი ხალხის წარმომადგენლობაზე. იგი საპირისპიროს აკეთებს. ის გერმანიაში პოლიტიკურ პარტიებს განსჯის, ამ დროს კი გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს. იგივეს აკეთებს საქართველოშიც, საქართველოს შიდა საქმეებში ერევა. ეს მისი მხრიდან ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.

მან პატივი უნდა სცეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს სუვერენიტეტს. ვფიქრობ, ის ძალიან ცუდი ელჩია და უნდა გადადგეს. აბსოლუტურად მიუღებელია ელჩის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება. ის ასეთ თემებზე კომენტარს არ უნდა აკეთებდეს. ელჩის საქმეა, გერმანია, როგორც სახელმწიფო წარადგინოს. როცა ბადენ-ვიურტემბერგის მოსახლეობის 18.8%მა ხმა მისცა afd-ს მან ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს. თუმცა ის საკუთარ ხალხს პატივს არ სცემს და როგორც ელჩიც კრახს განიცდის", - განაცხადა ფროელიხმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
არქივი