ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 10 მარტი 2026, 19:44

ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, დაახლოებით ოთხ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში.

„ახლა თურმე გამოჩნდა, რომ ირანსაც ვეხმარებით, ალბათ ვენესუელასაც ვეხმარებით, ნიკარაგუას და კიდევ არ ვიცი, ვის. ეს ყველაფერი არის იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილი, მერე თავად უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Guardian - მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მაკა ბოჭორიშვილი - ვისმენთ დეზინფორმაციაზე ლექციებს და უბრალოდ სასაცილოა, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ამ დრომდე ვერ ხერხდება განთავსებული ინფორმაციის გასწორება
მაკა ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
დონალდ ტრამპი: შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას
ნინო წილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან
არქივი