დავით ქართველიშვილი: მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 10 მარტი 2026, 19:48

დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიამ დარღვევები ვერ დაადგინა და შედეგად ყულევის პორტი სანქციების პროექტიდან ამოიღეს. მისი შეფასებით, ამან ოპოზიციის ბრალდებები პრაქტიკულად გააბათილა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს.

„დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას - ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ.

ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას.

დღეს კი, როდესაც ეს ანტიქართული და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრობა თავად ევროკომისიამ და ო'ბრაიენმა ამხილეს, ახალი მესიჯი დაალაგეს. აგენტურა ამბობს, რომ საქართველო და ყულევი კი არღვევდნენ წესებს, მაგრამ თურმე „ამ ერთხელ აპატიეს“...

სიმართლე არის მარტივი - საქართველოში, ქვეყნის ტერიტორიის არც ერთ მილიმეტრზე სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევას ადგილი არ აქვს!

სიმართლე არის მარტივი - ევროკომისიამ ვერ ნახა ვერცერთი ფაქტი და ყულევი სანქციების პროექტიდან ამოიღო!

სიმართლე არის მარტივი - საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა მოქმედებს სუფთად და კეთილსინდისიერად!

სიმართლე არის მარტივი - ვინც ამ ისტერიკაშია და ცდილობს, მოგონილი მესიჯით ხალხს ტვინი აურიოს, არის ამ ქვეყნის მტერი!“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი რადიკალების გაერთიანებაზე: უცებ აღმოაჩენენ, რომ ერთ სუფრასთან სხედან იმ ადამიანებთან, ვისაც გუშინ მოღალატეებს, აგენტებს ან კარიერისტებს უწოდებდნენ
გიორგი ზერეკიძე- ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილი
ლიზა გეგეჭკორი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაცემულ პასუხზე: რომ კიდევ ერთხელ გააგებინეს ამ ხალხს, რომ მათი საქმე არ არის ჩვენს ქვეყანაში ცხვირის ჩაყოფა
გია აბაშიძე: გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ
ჯაბა ხუბუა: ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა
არქივი