გიორგი ზერეკიძე- ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
121 10 მარტი 2026, 21:07
“ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს“- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ვერაფრით ეგუებიან, რომ მოქალაქეებისთვის და ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი.

“ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს. ყველა ელჩს ერთად აქვს გადაწყვეტილი მგონი რომ რადგან გიჟებივით არ ვიქცევით, თავში გვიტყაპუნოს. ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის მილოცვის დანიშვნაც? ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ? შემთხვევით ხომ არ იცით, რით დაგვიდგა 2008 წელს გვერდით უდიდესი საბრძოლო რესურსების მქონე ისრაელი?! შემთხვევით გაყურსული ხომ არ იყო? ვერაფრით ვერ ეგუებიან ტიპები, რომ ჩვენთვის, მოქალაქეებიან ხელისუფლებიანად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი. თავიანთთვის კარგად ესმით ოღონდ, ჩვენსას ვერ იგებენ მაინცდამაინც”- წერს გიორგი ზერეკიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს
ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან
გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება?“
სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს
არქივი