შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 14 მარტი 2026, 23:36

თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს, - ასე მიმართა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ პოლიტიკოსს ნიკა ობოლაძეს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელთან არასდროს ყოფილა ინიციატორი რაიმე, მათ შორის, რიტორიკული კონფლიქტისა.

„ეს უკვე შეცდომა აღარ არის, ეს არის განზრახვა, რომ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში, თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთში ურევთ და ანაცვლებთ, თქვენ თავდასხმას და თავდაცვას ერთმანეთში ურევთ. თქვენ ერთმანეთში ურევთ მსხვერპლს და თავდამსხმელს. როგორც „იმედის“ შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს ზოგიერთებმა, შეიძლება თქვენც ურევთ, რომ მსხვერპლი გგონიათ ბრიტანეთი და თავდამსხმელი „იმედი“, არადა სინამდვილეში სხვანაირად არის.

ჩვენ არასდროს არავისთან მიმართებაში და მათ შორის, ევროპელი ბიუროკრატების თუ ბრიუსელთან მიმართებაში, არასდროს ვყოფილვართ ჩვენ ინიციატორი რაიმე, მათ შორის, რიტორიკული კონფლიქტისა. ნებისმიერი ფაქტი ნახეთ, ეს არის ყოველთვის პასუხი. პასუხი იმაზე, რომ ეს თავხედობა თქვა, „საქართველოში რუსეთი იმარჯვებს“. ყოველთვის არის პასუხი, ეს იცოდეთ, თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: მათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრის ეშინიათ, ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
არქივი