აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 14 მარტი 2026, 23:38

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

„აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, აღმოჩნდა სავსე ხვრელებით და უფრო მეტად იწვევს პრობლემებს, აკავებს მათ. ახლა აშშ სხვებს, ჩინეთსაც კი, ეხვეწება, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ირანი მოუწოდებს მოძმე მეზობლებს, გააძევონ უცხოელი აგრესორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა აშშ-ს ერთადერთი საზრუნავი ისრაელია“, – წერს არაღჩი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანს აქვს ბლოკირებული. თეირანში კი ამტკიცებენ, რომ სრუტის გავლა ყველა გემს შეუძლია, გარდა ირანის მტრების” ხომალდებისა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
არქივი