სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
473 29 ივნისი 2020, 12:44

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.

გიორგი რურასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოწმის დღევანდელი დაკითხვით არანაირი სიახლე არ გამოკვეთილა და კვლავ არსებობს საფრთხეები.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში შეაფასებს. მისივე განმარტებით, ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი