ქეთი ხატიაშვილი
ილია მეორემ ააშენა სამება - ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული ტაძარი თანამედროვე საქართველოში.
ასეთი დიდებული ტაძარი მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში შეიძლება აშენებულიყო და ეს შესაძლებლობა გამოიყენა.
მაგრამ განსასვენებელ ადგილად სიონი შეარჩია.
ისე, თითქოს საკუთარ ქმნილებას ფორმა მისცა, მაგრამ არ აქცია მიზიდულობის ცენტრად.
არადა, შეეძლო ყოფილიყო პირველი, ვინც სამებას განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას მისცემდა. პირველი ფიგურა, რომლის დაკრძალვაც ტაძარს ახალ მიზიდულობას შესძენდა.
მართალია ცენტრი ყალიბდება საუკუნეებით და არა ერთი ადამიანის სიმბოლური აქტით, თუმცა, პატრიარქი უფრო მეტი იყო ვიდრე ერთი ადამიანი, უფრო დიდი იყო ვიდრე დრო.
მაგრამ ამ ისტორიულ შესაძლებლობას არ იყენებს - არჩევანს სიონზე აკეთებს.
ამ გადაწყვეტილებით აჩვენებს, რომ მხოლოდ იმ ეპოქის ნაწილია, რომელსაც სამება გამოხატავს.
სიონში ინახება წმინდა ნინოს ჯვარი; დასვენებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, განისვენებს მეოცე საუკუნის თითქმის ყველა პატრიარქი.
სიონისავსეა ისტორიით, სასწაულებით, ლეგენდებით, სიწმინდეებით. აქ ლოცულობდნენ და კურთხევას იღებდნენ მეფეები.
სამება კი ამ მხრივ ჯერ ცარიელია. არანაირი სიმბოლო დასასწაული. მისი ისტორია 1995 წელს იწყება.
სიონის მეხუთე საუკუნეში.
მის განადგურებას ცდილობდნენ ჯერ არაბები, შემდეგ მონღოლები, მერე სპარსელებს, ბოლოს საბჭოთა რუსეთიც…
სიონი ნაბიჯ-ნაბიჯ და საუკუნიდან საუკუნემდე ძლიერ სასულიერო ცენტრად იქცა.
აქ არჩევანი არ არის მხოლოდ ორ ტაძარს შორის. ეს არის არჩევანი ორ დროს შორის - დასაწყისსა და გაგრძელებას შორის.
სამებაში დაკრძალვა ნიშნავდა ახალ თანამედროვე ქრისტიანული ცენტრზე ფოკუსირებას.
სიონის არჩევით ის უბრალოდ ასრულებს იმ ისტორიულ მისიას, რასაც სიონისგან მემკვიდრეობით იღებს.
ერთხელ ქრისტიანული ცენტრი უკვე შეიცვალა, როცა მიზიდულობის ცენტრმა სვეტიცხოველიდან სიონში გადაინაცვლა.
ახლა მთავარი ლიტურგიები, დიდი დღესასწაულები, ეროვნული მსახურებები სიონიდან სამებაში ინაცლვებს…
სამება ამ მხრივ უკვე ცენტრია.
თუმცა, ცენტრი მხოლოდ ფუნქციით არ ყალიბდება.
მას სჭირდება სიწმინდეები, ისტორიები, გამოცდილება.
სვეტიცხოველში ქრისტეს კვართი ინახება, სამებაში წმინდა ნინოს ჯვარი.
სამების ისტორია შეიძლებოდა დაწყებულიყო ილია მეორეს საფლავით.
ის იქნებოდა პირველი ძლიერი სიმბოლო, ადგილი, რომლის სანახავადაც სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მივიდოდა.
ასე რომ, სამება მხოლოდ ლოცვის ადგილი აღარ იქნებოდა. იქ ისტორიის მეხსიერებაც გაჩნდებოდა.
მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქმა სხვა არჩევანი გააკეთა.
ანდერძში განსასვენებელ ადგილად სიონი მიუთითა და არა მის მიერ აგებული სამება.
ამ არჩევანის მიზეზს თავად არ განმარტავს.
ანდერძი არ გვაძლევს პასუხს რატომ არ იქცა სამება მის საბოლოო ადგილად.
და სწორედ ამიტომ, ეს კითხვა ღიად რჩება.
პასუხი შეიძლება ყველას თავისი ჰქონდეს, ამიტომაც, ამჯერად ჯობს ეს სიჩუმე შევინარჩუნოთ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |