მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში ვიზიტზე: მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 23 მარტი 2026, 22:06

მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში.

მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტი მედიასთან შეაჯამა.

„განხილვის მთავარი თემები გახლდათ ევროკავშირისთვის, ევროპისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებული თემები და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

მქონდა შესაძლებლობა, პარლამენტარებისთვის მიმემართა და გვქონოდა დისკუსია სუვერენიტეტის თემაზე. ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება და მაგალითი ნამდვილად მნიშვნელოვანია ევროპაში.

დღეს ასევე გაიმართა პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეკრება ბუდაპეშტში, სადაც ასევე წარიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია დღეს ევროპულ დღის წესრიგში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში ვიზიტით იმყოფება. მინისტრმა „პატრიოტთა“ პირველ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პარლამენტში პანელურ დისკუსიაზე, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობასა და გამოწვევების ფონზე ქვეყნის მიღწევებზე ისაბრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს
მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი - ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის
ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქმა თავისი მოსაყდრის გამოცხადების შემდეგ მითხრა, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, რა წერია ანდერძშიო
ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პარსელს შეხვდა
არქივი