არავის დავიწყებია როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ. პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანიდან მოყოლებული, ვერ მალავდნენ სიხარულს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების, ან აქტივისტების დაპირისპირებაზე, რაც თითქოს ერთგვარად გადაფარა პატრიარქის გარდაცვალების შემდგომმა ერთიანობამ.
„არც კი ღირს იმის ხსენება, თუ რა საზიზღრობებს კადრულობდნენ თუნდაც ამ დღეების მანძილზე. ეს ადამიანები საქართველოს მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენენ. ამ დღეების მანძილზე მილიონზე მეტი ადამიანი იყო თავისი სიყვარულის, პატივისცემის და ერთგულების გამოსახატად, რომელსაც პატრიარქი გვიქადაგებდა. არ შეიძლება დავივიწყოთ, რას აკეთებდნენ მათი [ოპოზიციის] წვრილფეხა წარმომადგენლები. ის რადიკალი პოლიტიკოსები, რომლის გულშიც ზუსტად ვიცით, რომ არანაკლები საზიზღრობა ტრიალებდა ამ დღეების მანძილზე, ერიდებოდნენ, რომ გამოეხატათ ეს ყველაფერი, მაგრამ არავის დავიწყებია მათი გალაშქრება წლების მანძილზე საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.
არავის დავიწყებია როგორ სვრიდნენ ტალახში პატრიარქს, როგორ აფინანსებდნენ „ენჯეოებს“, რომ სათანადოდ ეყვირათ, ეკლესია შიგნიდან, ან გარედან გაეტეხათ და დაეზიანებინათ. პატრიარქის საავადმყოფოში გადაყვანიდან მოყოლებული, ვერ მალავდნენ სიხარულს. ამ დღეებმა კარგად აჩვენა ის დიდი უფსკრული, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდ უმრავლესობას და ამ პატარა, ბოროტმოქმედ დაჯგუფებას აშორებს. ვფიქრობ, ეს უფსკრული არასდროს გაერთიანდება. არაფერი გვაქვს საერთო იმ ადამიანებთან, ვისაც შეუძლია ასეთი ზიზღი აფრქვიონ იმ წმინდა ადამიანის მიმართ, რომელიც იყო ჩვენი პატრიარქი და ყველას გვასწავლა სიყვარული“, - აღნიშნა წილოსანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |