მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 24 მარტი 2026, 19:27

ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი წესები, რათა ქვეყნების ახალი ტალღის გაწევრიანება გახდეს შესაძლებელი, - განაცხადა სამშაბათს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

მან მოუწოდა ევროკავშირის დედაქალაქებს, წარმოადგინონ საკუთარი გეგმები მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს კომისიის წინადადებები პროცესის გამარტივების შესახებ.

მართა კოსმა POLITICO-ს „კონკურენტუნარიანი ევროპის სამიტზე“ გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ წევრ ქვეყნებს უკვე წარუდგინა სამი ვარიანტი და „წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ“.

ეს სამი ვარიანტი მოიცავს: არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მოქმედი სისტემის შეცვლას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატი ქვეყნები წლობით არ დარჩნენ გაურკვევლობაში; ან „უკუგაფართოების“ წინადადებას, რომელიც წამოაყენეს კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მისმა გუნდმა, რაც გულისხმობს აპლიკანტი ქვეყნების გაწევრიანებას საკვანძო რეფორმების დასრულებამდე.

„წევრ სახელმწიფოებთან პირველივე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას [ნათელი გახდა], რომ მესამე ვარიანტი მიუღებელია... ეს ნამდვილი რევოლუცია იქნებოდა“, - განაცხადა კოსმა ინტერვიუში და დასძინა, რომ „არც პირველი ვარიანტი, სტატუს-კვოს შენარჩუნება, განიხილება გამოსავლად“.

მან დასძინა, რომ უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება. ამის საპირისპიროდ, ისლანდია შეიძლება იყოს „სპეციფიკური შემთხვევა“ და პროცესი „მართლაც სწრაფად წარიმართოს“, თუ ამ ზაფხულს დაგეგმილ რეფერენდუმზე, ამომრჩევლები მოლაპარაკებების განახლებას დაუჭერენ მხარს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს - ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი
მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით - ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა
არქივი