მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 24 მარტი 2026, 21:00

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში რეგიონული განვითარების პერსპექტივებსა და ევროკავშირის სტრატეგიაზე - Global Gateway-ზე ისაუბრა. კოსის განცხადებით, სამხრეთ კავკასია საკვანძო როლს ასრულებს ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში.

კითხვაზე - რაც შეეხება ბოლოდროინდელ რეგიონულ მოვლენებს, საჭიროებენ თუ არა ისინი სამხრეთ კავკასიაში „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway) სტრატეგიის გადაფასებას ან კორექტირებას? - ევროკომისარმა უპასუხა:

მოხარული ვარ, რომ ახსენეთ „გლობალური კარიბჭე“. ეს არის პროგრამა, რომელიც ჩვენ ევროპაში მრავალი სხვადასხვა მიმართულებით შევიმუშავეთ და ერთ-ერთი მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ე.წ. „დაკავშირებადობის დღის წესრიგთან“. ამ დღის წესრიგს, ან შეგვიძლია ვისაუბროთ „შავი ზღვის სტრატეგიაზე“, რომელიც ევროკავშირში მივიღეთ, ერთი მთავარი მიზანი აქვს: როგორ დავაკავშიროთ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთთან ბევრად უკეთ? მოგეხსენებათ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის არარსებობისა თუ ომის გამო, ამ ტერიტორიის გავლით ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა ეს შესაძლებელია და ეს ამ გზაზე მდებარე ყველა ქვეყნის დიდ ინტერესში შედის.

ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას.

„და რა თქმა უნდა, თქვენ ახსენეთ დივერსიფიკაცია. ვფიქრობ, ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ახლა ხედავთ, რომ ევროპას სურს იყოს ენერგოდამოუკიდებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე, მაგალითად, გაზის 60%-ზე მეტის იმპორტს რუსეთიდან ვახდენდით. ეს უზარმაზარი დამოკიდებულებაა. შესაბამისად, დივერსიფიკაცია ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო ფრთხილად ვზრუნავთ საკუთარ ინტერესებზე. ეს გულისხმობს შემდეგს: თუ ჩვენ აღარ შეგვიძლია ან, ვთქვათ, აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს - ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით - ლევან მაჭავარიანი
საქართველოს პირველმა ლედიმ სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა
არქივი