ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 24 მარტი 2026, 23:28

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თეირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.

ტრამპის თქმით, ირანული მხარე ვაშინგტონთან კონტაქტზეა და ამჯერად ისინი „გონივრულად საუბრობენ“. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ირანი დათანხმდა პირობას, რომლის მიხედვითაც მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართულნი არიან ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი.

„მეორე მხარეს, შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმების მიღწევა სურთ. მათ ადგილას ვინ არ ისურვებდა ამას?“ - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ირანის დასუსტებულ თავდაცვისუნარიანობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად განადგურებულია. ტრამპის თქმით, ირანს აღარ ჰყავს მოქმედი ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და მწყობრიდანაა გამოსული მათი კავშირგაბმულობისა თუ ანტისარაკეტო სისტემები.

„ჩვენ თავისუფლად გადავაადგილდებით თეირანის თავზე. შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს - ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი
მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
არქივი