ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 25 მარტი 2026, 00:13

თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებულ დაპირისპირებაში გამარჯვება გამოაცხადა და მორიგი იერიში მიიტანა ამერიკულ მედიასაშუალებებზე.

„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით „განადგურებულია“.

პრეზიდენტმა ტრადიციულად გააკრიტიკა „ყალბი ამბების“ (Fake News) გამავრცელებელი მედია, მათ შორის The New York TimesNBC News და ABC News. მისი თქმით, მედია რეალობას ამახინჯებს და ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს აშშ არ იგებს ომს.

„კითხულობთ New York Times-ს და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა მათ [ირანს] არც ფლოტი აქვთ, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ. ჩვენი თვითმფრინავები პირდაპირ თეირანის თავზე და ქვეყნის სხვა ნაწილებში დაფრინავენ, მათ კი ამის საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მას რაიმე კონკრეტული ობიექტის, მაგალითად, „მძლავრი ელექტროსადგურის“ განადგურება მოუნდება, ირანს ამის შეჩერების არანაირი რესურსი არ გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ ტვ პირველზე. არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს - ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი
მარტა კოსი: თუ აღარ გვსურს გაზის მიღება რუსეთიდან, სად შეგვიძლია მისი მოპოვება? სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დაკავშირებადობის დღის წესრიგი კი სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს
არქივი