პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.
დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მღვდელმთავრებთან ერთად, პარაკლისი აღავლინა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სიონის ტაძარში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების და წმინდა სინოდის წევრები იმყოფებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |