ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 25 მარტი 2026, 20:03

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დღეს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

სებ-ის პრეზიდენტმა მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებს საქართველო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე ხვდება. ამასთან, აღნიშნული პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის მასშტაბი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

სსფ-ის მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მისიის სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკებისა და სხვა დეპარტამენტებთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ვფიქრობ, ირანში ოპერაციას ვასრულებთ, ვფიქრობ, ეს ძალიან მალე დასრულდება
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
ირაკლი ნადარეიშვილი - ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში
გაეროს გენერალური მდივანი: ჩემი გზავნილი აშშ-სა და ისრაელის მიმართ არის ის, რომ დადგა დრო ომი დასრულდეს
თამარ ჩიბურდანიძე: პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა
არქივი