გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 25 მარტი 2026, 22:11

რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს, თუ როგორაა საქმე?, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

„სულ უფრო დაემსგავსა [ევროკავშირი] საბჭოთა კავშირს, თან უარესი ფორმით. როდესაც ქვეყანას სთხოვ, რომ სიტყვა რუსულიც არ ახსენოს და რუსი ტურისტი არ შემოუშვას და შენ ჩახუტებული ხარ რუსეთთან, ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

Euronews-ი წერს, რომ ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში
პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი: სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არჩევანს მშვიდობასა და შესაძლო ომს შორის გააკეთებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ვფიქრობ, ირანში ოპერაციას ვასრულებთ, ვფიქრობ, ეს ძალიან მალე დასრულდება
ირაკლი ნადარეიშვილი - ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში
არქივი