სომხეთის პარლამენტის სპიკერი: სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არჩევანს მშვიდობასა და შესაძლო ომს შორის გააკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 25 მარტი 2026, 23:05

სომხეთში 2026 წლის ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი არჩევანს მშვიდობასა და შესაძლო ომს შორის გააკეთებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„მე მესმის, რომ იმ ძალებს, რომლებიც ახლა დარბაზში არიან და იმ ძალებს, რომელთაც პარლამენტში შესვლა სურთ, ომი და ომზე საუბარი სჭირდებათ, რათა ამაზე პოლიტიკური პლატფორმა ააგონ. მაგრამ ახლა ომი არ არის, მშვიდობაა. უკვე 2 წელია, მოწინააღმდეგის გასროლის შედეგად საზღვრებზე ადამიანი არ დაღუპულა; ახლა ომია თუ მშვიდობა? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობა ყოფილიყოს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ორივე მხრიდან მშვიდობაზე საუბრობდნენ“, - თქვა მან.

ეროვნული კრების თავმჯდომარის აზრით, „ამ მშვიდობის ხელიდან გაშვების უნდა გვეშინოდეს“.

„სომხეთის მოქმედი ხელისუფლება - „სამოქალაქო ხელშეკრულება“ - მშვიდობის პარტიაა, დანარჩენები კი - ძირითადი ოპოზიციური აქტორები — ომის პარტიები არიან. რეალობა ესაა. თუ ადამიანები ამბობენ, რომ პრეტენზიები უნდა წარადგინონ, ამას ომი ჰქვია“, - განაცხადა სიმონიანმა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირმა დაშლის შემდეგ ყველგან - შუა აზიაში, უკრაინაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში - გადაუჭრელი სასაზღვრო საკითხები დატოვა. „დიახ, არსებობს ომის პარტია და არსებობს მშვიდობის პარტია. და დიახ, 2026 წლის არჩევნები იქნება მშვიდობისა და შესაძლო ომის შესახებ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: სამართლის უზენაესობა გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარება და მონანიება
პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის
პრემიერი: კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია
პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
პრემიერი: მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის პატივის მიგება, ამ დროს გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არის
არქივი