საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 29 ივნისი 2020, 17:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანამ ევროპულ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზაზე გადადგა“.

მინისტრის განცხადებით, „პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიცაა“.

ზალკალიანი მადლობას უხდის ფასილიტატორ ელჩებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმატებული დასასრული სწორედ ელჩების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
არქივი