პრემიერი: ცდილობდნენ გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ეს სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 25 მარტი 2026, 23:28

საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში.

მისივე თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ მაქსიმალურად სიძულვილი, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვხედავდით ამ პროცესებს და, საბოლოო ჯამში, ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, რასაც თესავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში, რა ღირებულებებსაც ქადაგებდა, იმ ღირებულებებმა გადასძალა 20-წლიანი მცდელობა სიძულვილის გაღვივებისა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ალბათ ბევრისთვის. ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ქრისტიანობის უძველესი ტრადიცია, წელს, აღინიშნება 1700-წლოვანი იუბილე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, გაიმარჯვოს სიძულვილმა და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დასტური პირადად ჩემთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: სამართლის უზენაესობა გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარება და მონანიება
პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის
პრემიერი: კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია
პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
პრემიერი: მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის პატივის მიგება, ამ დროს გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არის
არქივი