ირაკლი კობახიძე: პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 25 მარტი 2026, 23:29

პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით.

„იმდენი რამე ითქვა პატრიარქის შესახებ, იმდენი რამე გაიხსენეს ადამიანებმა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომ რთულია მოკლედ რაიმე დაამატო. პატრიარქი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. მან განსაზღვრა ჩვენი უახლესი ისტორია, ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ისტორია. მან ააღორძინა ჩვენი დედაეკლესია, მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ეკლესიის განვითარების ოქროს ხანას და არამარტო - მას განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენაში და განმტკიცებაში. მისი ბრძნული რჩევები ძალიან ბევრ რამეს განსზღვრავდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, მთელი ამ წლების განმავლობაში. იყო მომენტები, როდესაც ადამიანების ნაწილი კრიტიკულად უყურებდა პატრიარქის კონკრეტული განცხადებებს და ქმედებებს, თუმცა, შემდეგ იგივე ადამიანები წლებით უკან რომ გაიხედავდნენ ხოლმე, ყველა ხვდებოდა, რომ ყოველ კონკრეტულ ვითარებაში პატრიარქის ყველა განცხადება იყო თავიდან ბოლომდე განსაკუთრებული სიბრძნით გამსჭვალული. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის კიდევ ერხთელ მადლიერების გამოხატვა პატრიარქის მიმართ მთელი იმ ღვაწლისთვის, რაც მას ეკლესიის და ჩვენი სამშობლოს წინაშე მიუძღვის“ - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: სამართლის უზენაესობა გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარება და მონანიება
პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის
პრემიერი: კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია
პრემიერი:ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ მათთვის მედიის თავისუფლება საერთოდ არ არსებობს - ასეთი უხეში გადაცდომები გვეხმარება საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაში, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
პრემიერი: მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის პატივის მიგება, ამ დროს გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არის
არქივი