კახეთის პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 26 მარტი 2026, 11:09

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინასწარი შეცნობით ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის, ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ზ.ო.-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე,126პრიმა, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, ზიანი აანაზღაუროს
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ლევან მახაშვილი - ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს - თუ 4 შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta და Alphabet-ი სოცქსელებზე დამოკიდებულების გამოწვევაში დამნაშავედ ცნო
თამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს
არქივი