The Telegraph: პუტინი ნავთობიდან დღეში 760 მილიონ დოლარს იღებს, რადგან ირანში ომი მას მოულოდნელ შემოსავალს აძლევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 26 მარტი 2026, 11:13

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეში არანაკლებ 760 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს, რადგან ირანში ომმა რუსულ ნავთობზე ფასი მკვეთრად გაზარდა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა კიევის ეკონომიკური სკოლის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს, მიმდინარე თვეში კრემლის მიერ ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და 12 მილიარდი დოლარიდან 24 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება და პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაუქმებული სანქციებისა და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასის წყალობით დიდ შემოსავალს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, თუ ომი უახლოეს კვირებში დასრულდება, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის შემოსავალი 218,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, რაც 63%-ით მეტია, ახლო აღმოსავლეთში მიწოდების ჯაჭვები რომ არ დარღვეულიყო.

The Telegraph-ის ინფორმაციით, წელს პუტინი 84 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს, თუ განვითარდება ოპტიმისტური სცენარი და ომი აპრილში დასრულდება, ხოლო მიწოდების ჯაჭვები სწრაფად აღდგება.

ხოლო, თუ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში ექვსი თვით გაგრძელდება, ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული რუსეთის შემოსავლები 386,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც 188%-ით მეტია, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე იყო მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე - მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა, მათი მიზანია, არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს, მოუსმენს და დაეყრდნობა ქართველი ხალხი
არჩილ გორდულაძე - ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. არჩილ
ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, ზიანი აანაზღაუროს
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ლევან მახაშვილი - ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს - თუ 4 შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!
არქივი