რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 26 მარტი 2026, 12:15

რუსეთის პორტიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე სახელწოდებით ALTURA, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ბოსფორის სრუტიდან 24 კილომეტრში მოხდა. დაზიანებულია გემის გემბანი და სამანქანო განყოფილება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურაოღლუს განცხადებით, სავარაუდოდ, გემს უპილოტო წყალქვეშა აპარატი შეეჯახა.

გემმა შველა ითხოვა. ადგილზე სამაშველო კატარღა გამოცხადდა.

გემზე ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფება. ყველანი თურქეთის მოქალაქეები არიან. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე - მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა, მათი მიზანია, არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს, მოუსმენს და დაეყრდნობა ქართველი ხალხი
არჩილ გორდულაძე - ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. არჩილ
ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, ზიანი აანაზღაუროს
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ლევან მახაშვილი - ელენე ხოშტარიასგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს - თუ 4 შვილის დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?!
არქივი