თამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 26 მარტი 2026, 12:25

დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას.

როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა გლობალურად მნიშვნელოვანი.

„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს
ტრამპი: BBC-ის ჭკუის სწავლება სჭირდებოდა
საგამოძიებო სამსახურმა, სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი
კახა კალაძე - პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს
კახა კალაძე - ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ
არქივი